ტურისტულ პროდუქტში ინოვაციების თანამედროვე მახასიათებლები

ავტორები

  • თინათინ გოგოლიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0003-4977-0084

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11841

საკვანძო სიტყვები:

ტურისტული პროდუქტი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი

ანოტაცია

ტურისტული პროდუქტი, დღესდღეობით, მრავალკომპონენტიან მომსახურებას წარმოადგენს, რაც ინოვაციების დანერგვის ფართო სპექტრს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური პროგრესის ამჟამინდელი ტემპების გათვალისწინებით.

ამ კვლევის მთავარი მიზანი იყო ტურისტულ პროდუქტში ინოვაციებთან დაკავშირებული თანამედროვე ურთიერთობების სპეციფიკური მახასიათებლების ანალიზი. უახლესი თეორიული და პრაქტიკული მიღწევების სინთეზმა აჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტურისტული პროდუქტის თითქმის ყველა ელემენტში ინოვაციების დანერგვის პროცესში. განხილულ იქნა ის ცვლილებები, რომლებიც მიმდინარეობს ტურისტული მომსახუ­რე­ბის, თანამედროვე ტექნოლოგიური მომსახურების, სამუშაო ძალისა და შესაბამისი განათლების ბაზრებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ტურიზმში ადამიანური რესურსების თანამედროვე ტექ­ნოლოგიებით ჩანაცვლების პროცესებზე.

კვლევამ დაადგინა, რომ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტის სასიცოცხ­ლო ციკლის ბოლო ფაზაში, მომსახურების გაუმჯობესების დონე აღარ ახდენს გავლენას მომხმა­რებ­ლის მიერ მიღებული შთაბეჭდილების ხარისხზე. ამავდროულად, ტურისტულ პროდუქტში ინოვაციების მასშტაბის გაზრდა იწვევს ტურისტული მომსახურების ბაზარზე ორი რადიკალურად განსხვავებული სეგმენტის ფორმირებას. მოგზაურების ერთი კატეგორია ირჩევს ციფრულ ტექნო­ლო­გიებზე და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მომსახურებას, ხოლო მეორე კატეგორია უპირატესობას ანიჭებს მოგზაურობას თანამედროვე ტექნოლოგიების ყოველგვარი ჩარევის გარე­შე. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მათ რეაქციას ტურიზმში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ამჟა­მინდელ ტემპებზე. ამგვარად, ტურიზმის სფეროში ინოვაციები ქმნის ახალ ბაზრებს და პასუხობს მომხმარებელთა მრავალფეროვან მოთხოვნებს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

გოგოლიშვილი თ. (2026). ტურისტულ პროდუქტში ინოვაციების თანამედროვე მახასიათებლები. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 533–544; 545. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11841

გამოცემა

სექცია

ეკოლოგია და ტურიზმი

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.