მაღალ მთაში გავრცელებული Scrophularia chloranta Ky et Boiss.. – მწვანეყვავილა შავწამალას ბიეკოლოგია და კვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11840საკვანძო სიტყვები:
Scrophularia chlorantha, ენდემური მცენარეები, აჭარა-ლაზეთიანოტაცია
აჭარის მაღალმთიანი ფლორა წარმოადგენს კავკასიის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან ცენტრს, მდიდარი ენდემური მცენარეებით, რომლებიც გლობალური კლიმატის ცვლილებისა და მზარდი ანთროპოგენური ზეწოლის პირობებში განსაკუთრებით დაუცველები არიან. ეს რეგიონი გამოირჩევა უნიკალური ჰაბიტატებით, სადაც მაღალმთიანი სუბალპური და ალპური სარტყლები ქმნიან განსაკუთრებულ ეკოლოგიურ პირობებს, ხელსაყრელ გარემოს ენდემური სახეობების განვითარებისათვის. ენდემური მცენარეები გამოირჩევიან შეზღუდული გავრცელების არეალით, გარემო ფაქტორებისადმი მაღალი მგრძნობელობითა და უნიკალური ბიოქიმიური თვისებებით, რაც ზრდის მათი გადაშენების რისკს.
ერთ-ერთი ასეთი ენდემური სახეობაა Scrophularia chlorantha Ky et Boiss. – მწვანეყვავილა შავწამალა, რომლის შესწავლა მნიშვნელოვან სამეცნიერო და პრაქტიკულ ინტერესს წარმოადგენს. კვლევის მიზანი იყო ენდემური მცენარის ზუსტი გავრცელების არეალის დადგენა აჭარის მაღალმთიანეთში, ბიოეკოლოგიური თავისებურებების შესწავლა, საჰერბარიუმე და საანალიზო მასალის შეგროვება, ასევე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფიტოქიმიური ანალიზი GC-MS (ქრომატოგრაფია-მასსპექტრომეტრია) მეთოდით.
კვლევა ჩატარდა ექვსკურსია-ექსპედიიციის მეთოდით, მცენარე დაფიქსირდა სუბალპურ სარტყელში, ზღვის დონიდან 2181 მეტრის სიმაღლეზე, ბეშუმის სასაზღვრო ზოლის ქვაღორღიან ფერდობებზე, სუბალპურ შთენილებში. დაფიქსირდა ზუსტი კორდინატები-N41035/523//, E 042035/172//, H2181მ.TLC+. მეთანოლიანი ექსტრაქტის GC-MS ანალიზის შედეგად იდენტიფიცირებულია 41 ქიმიური კომპონენტი, მათ შორის ფენოლმჟავები (პროტოკატექის, ქინინის), ცხიმოვანი მჟავები (ჰექსადეკანოის, ოლეინის), ტერპენოიდები, სტეროიდები, ფიტოლი, ორგანული მჟავები და შაქრები. აღნიშნული ნაერთები ცნობილია ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რაც აძლიერებს მცენარის სამედიცინო და ფარმაკოლოგიურ მნიშვნელობას.
მიღებული მონაცემები მნიშვნელოვნად ავსებს აჭარა-ლაზეთის ენდემური მცენარეების ბიოქიმიურ პროფილს და ქმნის საფუძველს შემდგომი ფარმაკოლოგიური, ბიოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევებისთვის. კვლევა ხაზს უსვამს ენდემური სახეობის დაცვის აუცილებლობას, რეგიონის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებაში. S. chlorantha წარმოადგენს მნიშვნელოვან ბუნებრივ წყაროს ბიოაქტიური ნაერთების განვითარებისთვის სამედიცინო პრაქტიკაში, ხელს უწყობს სამკურნალო პრეპარატების შემუშავებას და აძლევს ახალ პერსპექტივას ფარმაკოგნოსტიკურ კვლევებში. ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ ენდემური მცენარეების დაცვა არა მხოლოდ მათ სიცოცხლეს იცავს, არამედ რეგიონალური ეკოსისტემის მდგრადობასაც უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვანია გლობალური კლიმატური გამოწვევების პირობებში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





