ქართული ლირიკული ლექსი პოლიტიკური ლიბერალიზაციის ეპოქაში – „დათბობის“ ხანა
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11832საკვანძო სიტყვები:
„ხრუშოვის დათბობის ხანა“, XX საუკუნის ქართული პოეზია, ლირიკული ლექსიანოტაცია
გლობალიზაციის ეპოქიდან დანახული ე. წ. „ხრუშოვის დათბობის ხანა“, რომელიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული 60-იანი წლების შუა წლებამდე გაგრძელდა, ხშირად საბჭოთა კულტურის „ოქროს ხანადაც“ მოიხსენიება. ნ. ს. ხრუშოვის მოწოდების შესაბამისად, კულტურული ცხოვრების ყველა სფეროსა და, მათ შორის, ლიტერატურაზე, თანაბრად უნდა გავრცელებულიყო პარტიის იდეოლოგიური ზეგავლენა.
„საერთოპროლეტარული და საერთოპარტიული საქმის“ ჩარჩოებში მწერლისა და პოეტის შემოქმედება კვლავ მოიაზებოდა, როგორც სახელმწიფოებრივი ფუნქციის მქონე ინსტრუმენტი - კულტურის მოღვაწეებს უნდა გამოემზეურებინათ საბჭოთა წყობის როგორც უარყოფითი, ისე - დადებითი მხარეები. იდეოლოგიური კლიშეები ეფუძნებოდა საზოგადოებაში ხელოვნების როლისა და ადგილის განსაზღვრის მანამდე არსებულ ხედვებს, რაც, ბუნებრივია, მოიაზრებდა ძალაუფლების იდეოლოგიურ მექანიზმთან მტკიცე კავშირს.
კულტურულ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა პოეზიამ. გასათვალისწინებელია, რომ იგი საზოგადოების სოციალური განვითარების მნიშვნელოვან ღერძს წარმოადგენდა. პერიოდული გამოცემების - „ლიტერატურული საქართველოს“, „ცისკრის“, „მნათობის“, „საბჭოთა ხელოვნებისა“ თუ „პირველი სხივის“ ფურცლებზე ღვაწლმოსილ ლიტერატორთა გვერდით აქტიურად იბეჭდებოდა შემოქმედებით ასპარეზზე ახლადგამოსულთა ლირიკული ლექსები. მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა იოსებ ნონეშვილის, მურმან ლებანიძის, ირაკლი აბაშიძის, მუხრან მაჭავარიანის, ანა კალანდაძის, მიხეილ ქვლივიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილის, ოთარ ჭილაძისა და სხვათა შემოქმედებას.
„ხრუშოვის დათბობის ხანაშივე“ წამოიჭრა კულტურული დიალოგის საკითხი, რაც, გარკვეულწილად, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა, რადგან „უცხოს“ გაგება-გააზრება არაერთმნიშვნელოვან სპეციფიკას ატარებდა; იზოლაციისა და მკაცრად საერთოეროვნული მრწამისის იდეოლოგიური დაპირისპირება განსაზღვრავდა კულტურული პოლიტიკის ზოგად პრინციპებს.
საბჭოთა ხედვის ტრაექტორიის ცვლილებას გარდატეხა მოჰყვა ლიტერატურაშიც, რომელიც მაინც რჩებოდა პოლიტიკის მძაფრი გავლენის ქვეშ. იდეოლოგიური მრწამსის გამო აღარ აპატიმრებდნენ კულტურის მოღვაწეებს, მაგრამ ცენზურის წნეხის ქვეშ ექცეოდა თითოეული მხატვრული ნაწარმოები, რომელიც არ შეესაბამებოდა საბჭოთა იდეოლოგიას. ბუნებრივია, ეს სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა ცოცხალ ლიტერატურულ პროცესს.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





