მედეა - თავისუფლების სიმბოლო ჟან ანუის დრამატურგიაში

ავტორები

  • თათია დავითაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0007-7888-719X

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11828

საკვანძო სიტყვები:

თავისუფლება, ეგზისტენციალიზმი, აბსურდის დრამა, კონფორმიზმი, ბინალური ოპოზიცია, ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია

ანოტაცია

მეოცე საუკუნის ფრანგული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, დრა­მატურგმა ჟან ანუიმ, რომელიც დაინტერესდა მედეას თემით, შემოგვთავაზა უკვდავი ტრაგე­დიის თავისებური ინტერპრეტაცია; მან შეინარჩუნა კლასიკური სიუჟეტის - მედეასა და იასონის ისტორიის ძირითადი ხაზი, მაგრამ მითის სიუჟეტებს და პერსონაჟებს უფრო ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური განზომილება შესძინა; მის პიესაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პერ­სონაჟების შინაგან კონფლიქტებს და მორალურ წიაღსვლებს. საფრანგეთში დაძაბული პოლი­ტი­კური ვითარების ფონზე, როცა ასპარეზზე გამოდიან ეგზისტენციალისტები და აბსურდის თეორიის მიმდევრები, ანუიმ შექმნა ფაქტობრივად „აბსურდის“ დრამა, რომელშიც ერთმანეთს უპირისპი­რებს სიყვარულსა და ღალატს, თავისუფლებასა და მონობას/კომფორმიზმს, იდენტობასა და თვით­შეფასებას, ცივილიზაციასა და ბარბაროსობას.

ანუის ,,მედეა’’ თავისუფლების შესახებ გვიყვება და გვიხსნის, თუ რას ნიშნავს, იყო თავისუ­ფა­ლი და, შესაბამისად, ბედნიერი ამ კომპრომისულ სამყაროში, სადაც მხოლოდ თანამოაზრეებს იღე­ბენ და იშორებენ ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. იასონიც იმიტომაა საბრალო კონფორ­მისტი და მოღალატე, რომ ის, უპირველეს ყოვლისა, ღალატობს თავისუფლებას, ჭეშმარიტ სიყვა­რულს. ამ ბინარულ დაპირისპირებაში იასონი ირჩევს მორჩილებას/მონობას და ამაოე­ბას/კეთილ­დღეობას, მედეა კი - თავისუფლებას, რომელიც „ღმერთების ბინძურ თამაშებსაც“ არ ეპუება თავისი „საკმარისად ძლიერი სულით“.

სწორედ ასეთი მტკიცე, ძლიერი, ამაყი და თავისუფლებისმოყვარე პერსონაჟი - ჟან ანუის მედეა იქცა ევროპული ცივილიზაციის თავისუფლების სიმბოლოდ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

დავითაძე თ. (2026). მედეა - თავისუფლების სიმბოლო ჟან ანუის დრამატურგიაში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 401–405; 406. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11828

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.