ქუთ: ხაჭაპურის საიდუმლო და მისი კავშირი მრავალძარღვასთან

ავტორები

  • ლელა ჩოთალიშვილი ევროპის უნივერსიტეტი; თსუ ენების შემსწავლელი ცენტრი https://orcid.org/0009-0003-3205-6981
  • ნარგიზ ახვლედიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0002-3787-0195

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11825

საკვანძო სიტყვები:

მრავალძარღვა, ყველი, ქუთ, ლე-მზირ, დიარ

ანოტაცია

სვანეთში „დიარ” დღემდე საკვები პურის სახელია, ხოლო მისგან ფუნქციურად და არსობრივად „გამოცალკევებული“ სარიტუალო პური არის „ლე-მზირ,” ანუ „მზირ“-ის პური. „ლე-მზირ“ განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომელთა შორის ერთ-ერთია „ქუთ/ქუთვ” − ხაჭაპური, ყველჩართული პური.

მოცემული კვლევა ეხება რიტუალური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტის, ყვე­ლის დამზადების ტექნოლოგიას. იმის დასამტკიცებლად, რომ რძის საკვეთად ცხოველურ ფერმენ­ტამდე საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანი გამოიყენებდა მცენარეულ ფერმენტს, ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ყველის მცენარით ამოყვანა, საქონლის კუჭის გარეშე, შესაძლებელია და ეს მცენარე არის მრავალძარღვა, რომელიც გამოირჩევა თავის სამკურნალო თვისებების წყალობით და რომელსაც ჰქვია პურის, ხაჭაპურის სახელი − „ქუთ-კვახ” („ქუთ“ − ხა­ჭა­პური, „კვახ“ − პური გულსართის გარეშე).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

ჩოთალიშვილი ლ., & ახვლედიანი ნ. (2026). ქუთ: ხაჭაპურის საიდუმლო და მისი კავშირი მრავალძარღვასთან. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 362–366; 367. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11825

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება