ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის საჯარო ინფორმირებისთვის გამოყენების სამართლებრივი რეგულირება და პრაქტიკა

ავტორები

  • მურმან გორგოშაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-7794-3179
  • ლევან ჯაყელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0003-0133-0733

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11789

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს სახელმწიფო ენა, საჯარო ინფორმირება, საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერები, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი

ანოტაცია

ენა ადამიანის თვითმყოფადობისა და კულტურული იდენტობის უმთავრესი ფორმაა და სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნიშანია. სახელმწიფო ენა სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალური სიკეთეა, რომლის გამოყენება და განვითარება სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ფუნქციაა.

ნაშრომი ეძღვნება ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, საჯარო ინფორმირების სფეროში გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას, პრაქტიკასა და შესაბამის რეკომენდაციებს. გაანალიზებულია ქართული ენის ფუნქციური არეალის შემცირების ტენდენციები და ენის დეგრა­და­ციის საფრთხეები, რაც განსაკუთრებით იჩენს თავს საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილ წერით მეტყველებაში.

კვლევაში განხილულია საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილ განცხადებებზე, სასათაუ­რო წარწერებზე, პლაკატებზე, აბრებზე, აფიშებზე, რეკლამებსა და სხვა ვიზუალური ინფორმაციის მატარებელ ტექსტებზე ქართული ენის გამოყენების სამართლებრივი რეგულაციები. გაანალიზებუ­ლია ქართული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების დარღვევის პრაქტიკა.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მიუხედავად მოქმედი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმებისა, სახელმწიფო ენის გამოყენების სფეროში კვლავ ფიქსირდება რეგულაციების დარღ­ვევები, რაც განპირობებულია სამართლებრივი ცნობიერების დაბალი დონით, ნორმატიული ბაზის გარკვეული ბუნდოვანებითა და სანქცირების არასაკმარისი ეფექტიანობით. ნაშრომში შემუ­შავებულია რეკომენდაციები სამართლებრივი რეგულაციების დახვეწისა და სახელმწიფო ენის დაცვისა და პოპულარიზაციის გაძლიერების მიზნით.

გამოქვეყნებული

02-07-2026

ციტირების წესი

გორგოშაძე მ., & ჯაყელი ლ. (2026). ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის საჯარო ინფორმირებისთვის გამოყენების სამართლებრივი რეგულირება და პრაქტიკა. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 233–240; 241. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11789

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.