სახელმწიფოთა მეთაურებს შორის პირადი ურთიერთობების გავლენა ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებზე
(ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მაგალითის საფუძველზე)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11787საკვანძო სიტყვები:
პირადი დიპლომატია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, პოსტსაბჭოთალიდერობის დინამიკა, აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობებიანოტაცია
წინამდებარე კვლევიდან ჩანს, თუ რამდენად შეუძლია სახელმწიფოთა ლიდერებს შორის არსებულ პირად ურთიერთობებს მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორმხრივ სახელმწიფო კავშირებზე. ეს კარგად გამოიკვეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევისა და საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ურთიერთობის მაგალითზე. ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერები, ალიევი და შევარდნაძე, რომლებიც შემდეგ თავთავიანთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს სათავეში ჩაუდგნენ, ხანგრძლივი, პირადი კავშირის წყალობით განმსაზღვრელ როლს ასრულებდნენ 1990-იანი წლებისა და 2000-იანი წლების დასაწყისის ბურუსიან პოსტსაბჭოთა პერიოდის აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
კვლევა აანალიზებს, თუ როგორ უწყობდა ხელს მათ ურთიერთობას საერთო საბჭოთა პოლიტიკურ გამოცდილებასა და პირად ნდობაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობა − განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მსგავსი ენერგეტიკული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში, რეგიონული არასტაბილურობის პირობებშიც კი. დიპლომატიური კომუნიკაციების, მემუარების, ინტერვიუებისა და პოლიტიკის შედეგების გაანალიზების გზით კვლევა ცხადყოფს, რომ ორმხრივი კავშირები მათ ურთიერთობას სიმტკიცეს ანიჭებდა და ორივე ქვეყანას საშუალებას აძლევდა ნავიგაცია გაეკეთებინა კომპლექსურ რეგიონულ დინამიკაში — რუსეთის, სომხეთისა და დასავლური ძალების ჩართულობის გათვალისწინებით.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ზემოხსენებულ სახელმწიფოთა ლიდერების პირადი კავშირები ინსტიტუციურ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ფორმალური დიპლომატიური არხების მიღმა არსებული ასეთი ურთიერთობა კი ორივე ქვეყანას რთული პრობლემების გადაჭრისა და გრძელვადიანი, ერთობლივი, სტრატეგიულად უფრო მოქნილი კურსის გატარების შესაძლებლობას აძლევდა. ეს შემთხვევა ფასეულ მეცნიერულ გაკვეთილს გვთავაზობს, თუ როგორ შეიძლება ლიდერებს შორის ურთიერთობებმა პოსტსაბჭოთა სივრცეში დიპლომატიური რესურსის ფუნქცია შეასრულოს; ეკონომიკური ინტეგრაციისა და ორმხრივი უსაფრთხოების მოწყობისთვის გზა გაიკვლიოს, სწორედ მაშინ, როდესაც ფორმალური ინსტიტუტები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. კვლევა მეცნიერულ ლიტერატურას ამდიდრებს იმ გაგებით, თუ როგორ მოქმედებს პირადი დიპლომატია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე გარდამავალ პოლიტიკურ გარემოში.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





