თანადგომა აკრძალვის მიუხედავად – ყაზახური თემის დამოკიდებულება 1951-1952 წწ. აჭარიდან დეპორტირებულთა მიმართ
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11774საკვანძო სიტყვები:
დეპორტაცია, აჭარიდან დეპორტირებულები, რესპონდენტი, ზეპირი ისტორია, კოლექტიური მეხსიერება, ყოველდღიური ცხოვრებაანოტაცია
სტატია ეძღვნება ყაზახურ საზოგადოებასა და 1951-1952 წლებში აჭარიდან დეპორტირებულ მოქალაქეებს შორის ურთიერთობას, რომლებიც იძულებითი გადასახლების შედეგად ყაზახეთში აღმოჩნდნენ. ბევრი მათგანი საცხოვრებლად ყაზახეთში დარჩა, თავისი ყაზახი მეზობლების გვერდით, რომლებმაც ისინი დეპორტაციის უმძიმესი განსაცდელის დროს გადაარჩინეს. მათთვის დეპორტაცია იქცა ტრავმულ გამოცდილებად, რომელმაც ჩამოაყალიბა კოლექტიური ტრავმის ნარატივი; ამას მოწმობს რესპონდენტების - მოვლენების თვითმხილველების - მოგონებები (ინტერვიუები), რომელთა ნარატივებშიც აისახება კოლექტიურ მეხსიერებაში შემონახული რეალური მოვლენები. დეპორტაციის ტრაგედია, საბოლოო ჯამში, მრავალეროვნული ყაზახური საზოგადოების ფორმირების საწყის წერტილად იქცა.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





