ურარტუელთა დაპყრობითი ექსპედიციები და რკინის მეტალურგიის ინდუსტრია სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში

ავტორები

  • ნანა ხახუტაიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-4944-2681
  • ნუგზარ მგელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-8335-6042

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11770

საკვანძო სიტყვები:

ურარტუ, ისტორიული კოლხეთი, მეტალურგია, შავი ზღვის რეგიონი, სამხედრო კამპანიები, ეკონომიკური ექსპანსია

ანოტაცია

ურარტუს სამეფო (ძვ. წ. IX–VI სს.), რომელიც მოიცავდა თანამედროვე აღმოსა­ვლეთ თურქეთის, სომხეთისა და ჩრდილო-დასავლეთ ირანის ტერიტორიებ­ს, წარმოადგენდა ერთ-ერთ ძლიერ და მაღალორგანიზებულ სახელმწიფოს ძველი წინა აზიის პოლიტიკურ სისტემაში. მისი მეფე­ები, განსაკუთრებით არგიშთი I და სარდური II, აქტიურად ახორციე­ლებ­­დნენ სამხედრო ექსპანსიას მეზობელი რეგიონების მიმართ, რაც მიზნად ისახავდა როგორც პოლიტიკური გავლენის გაფართოებას, ისე სტრატეგიუ­ლად მნიშვნელოვანი რესურსების მოპოვებას.

სამხრეთ-აღმოსა­ვ­ლეთ შავიზღვისპირა რეგიონი - თანამედ­როვე ჩრდილო-აღმოსავ­ლ­­ეთ თურ­ქეთისა და დასავ­ლეთ საქართველოს ტერიტორია - უძველესი დროიდან გამო­ი­რ­­­ჩეოდა ბუნებ­რივი სიმდიდრეებით, განსაკუთ­რე­ბით ლითონებით (სპილე­ნძი, თუთია, ვერცხლი ოქრო, რკინა), რაც მას მნიშვნელოვან სამიზნედ აქცევდა რეგიონული ძალე­ბი­სთვის. აღნიშნულ სივრცეში განვითარებუ­ლი მეტალურგიული ტრადიციები, რომლებიც ბრინჯაოს ხანის დასასრულსა და ადრერკინის ხანაში აღწევს მნიშვნელოვან განვითარებას, მიუთითებს ადგილობრივი წარმოების მაღალ დონე­ზე და რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე.

არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების ერთობლივი ანალიზი აჩვენებს, რომ ურარტუს სამხედრო აქტივობა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით არ შემოი­ფა­რ­გ­ლე­ბოდა მხოლოდ ტერიტორიული ექსპანსიით. იგი ასევე მოიცავდა სავაჭრო გზების კონტრო­ლისა და მეტალურ­გიუ­ლი ცენტრების დაუფლებისკენ მიმართულ პოლიტიკას. რიგ შემთხ­ვე­ვებში ურარტუელები ადგი­ლობ­რივ მოსახლეობასთან არა მხოლოდ სამხედრო კონფლი­ქ­ტში შედიოდნენ, არამედ ეკონო­მი­კურ და სავაჭრო ურთიერთობებსაც ამყარებდნენ.

ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი მრავალი მეტალურგიული ცენტრი და სახელოსნო უბანი ადასტურებს, რომ რეგიონში არსებობდა რკინის წარმო­ე­ბისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობა: მდიდარი მადნეული ბაზა, ცეცხლგამძლე თიხები, საწვავი რესურსები და ტექ­ნოლოგიური ტრადიცია. მეტალურგიული პროდუქცია, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა როგორც ად­გილობრივი მოხმარებისთვის, ისე გაცვლით-სავაჭრო ურთიერთობებში.

ამრიგად, ურარტუს ექსპანსია სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირა რეგიონში უნდა განიხი­ლე­ბოდეს როგორც კომპლექსური სტრატეგიის ნაწილი, რომელიც აერთიანებდა სამხედრო, ეკო­ნომიკურ და სავაჭრო ინტერესებს. ლითონებზე კონტროლი ურარტუსთვის წარმოადგენდა როგორც სამხედრო ძლიერების განმტკიცების, ისე ეკონომიკური სარგებლის მიღების საფუძველს. შესაბამი­სად, აღნიშნული რეგიონი მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ურარტუს პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემაში.

გამოქვეყნებული

02-07-2026

ციტირების წესი

ხახუტაიშვილი ნ., & მგელაძე ნ. (2026). ურარტუელთა დაპყრობითი ექსპედიციები და რკინის მეტალურგიის ინდუსტრია სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 9–22; 23. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11770

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.