ჩვილი ბავშვის საწოლი – აკვანი (აფხაზეთის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10407საკვანძო სიტყვები:
ჩვილის საწოლი, აკვანი, აფხაზეთი.ანოტაცია
აფხაზეთში ინდივიდუალურად მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით ფიქსირება საინტერესო ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები ჩვილის ბავშვის საწოლ აკვანზე და მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებზე, რომელიც თანამედროვე ყოფაში მნიშვნელოვანია. უკანასკნელ წლებში საკვლევი რეგიონის მოსახლეობაში აღზრდის მიმართულებით მკვეთრად იცვლება დამოკიდებულება. თვითმყოფადი ქართული ეროვნუ-ლი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაშიც მთავარ როლს ოჯახი, უფროსი თაობის წარმომა-დგენლები ასრულებენ. ნაშრომში საუბარია აფხაზეთში ეროვნული ცნობიერების ზოგიერთ ასპექტზე. მართალია, დღეს დაკარგულია დიდი ისტორიული წარსულის მქონე კუთხე, მაგრამ იქ ქართული სული, ქართული გენი არ აღმოფხვრილა და იქ მცხოვრებთა ცნობიერებაში ქარ-თული ადათის, ტრადიციის გამოძახილი კვლავ ისმის, მათ მეხსიერებას კი არაერთი ისტო-რიული რეალიები შემოუნახავს. ამასთანავე, მათთვის ტრადიციულს, ისტორიულს დიდი დატვირთვა აქვს. მათ ისტორიულ მეხსიერებაში აკვანი შემორჩა. უყვართ და კრძალვით ეპყ-რობიან აკვანს, რომელიც ჯერ კიდევ შემონახულია მრავალ ოჯახში, თუმცა ყოველდღიურად მოქმედებიდან გამოდის აკვანის გამოყენება, რაზეც უხუცესები გულისწყრომას გამოთქვამენ.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





