ხატოვანი სიტყვა-თქმები ორი ხეობის მიხედვით (დანდალო, მერისი)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10385საკვანძო სიტყვები:
ორი ხეობის; ხატოვანი სიტყვა-თქმები; კულტურული მემკვიდრეობა, მერისი, დანდალო.ანოტაცია
ხატოვანი სიტყვა-თქმები გადმოგვცემენ გარკვეულ მოკვეთილ აზრს და ალეგორიული თუ გადატანითი მნიშვნელობა აქვთ. მათ ხშირად იყენებენ მწერლობაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხატოვანი სიტყვა-თქმები ფართო ადგილს იჭერს ყოველდღიურ მეტყველებაშიც.
ყველა ენას აქვს მისთვის დამახასიათებელი ხატოვანი სიტყვა-თქმა, რათა უკეთ გამოხატონ საკუთარი სათქმელი, ემოცია... ხატოვანი სიტყვა-თქმების შესწავლა რთული საკითხია, ვინაიდან ის უკავშირდება შემქმნელი ხალხის ისტორიას, კულტურას, თვითმყოფადობას.
ხატოვანი სიტყვა-თქმებით მდიდარია ქართული დიალექტები, მათ შორის აჭარულიც, რომელთა შესასწავლად არაერთი კვლევა, შრომა, სტატია თუ მონოგრაფია შეიქმნა. აღსანიშნავია, მ. ხუბუას, ალ. ღლონტის, შ. ნიჟარაძის, შ ძიძიგურის, ა. თაყაიშვილის, ჯ. ნოღაიდელისა და სხვათა გამოკვლევები (ფუტკარაძე, 2010: 71), თუმცა ხატოვანი თქმების რიცხვი იმდენად დიდია, რომ მათი სრულყოფილად შესწავლა მაინც ვერ მოხერხდა, რადგანაც „ტრადიციულ ენათმეცნიერებაში ნაკლები ყურადღება ექცევა დიალექტური ფრაზეოლოგიის შესწავლას... არ არსებობს ცალკეული დიალექტის ლექსიკონები“ (ცეცხლაძე, 2018: 9). შესასწავლად საჭიროა ცალკეული დიალექტების მიხედვით ხატოვანი სიტყვა-თქმებისა თუ ფრაზეოლოგიზმების შეგროვება, ანალიზი, სინთეზი და გამოცემა. „ხალხური ხატოვანი სიტყვა-თქმების შესწავლას გარკვეული სიძნელეები ახლავს. ამ სახის ლექსიკა ცოცხალ მეტყველებაზე ხანგრძლივ და სისტემურ დაკვირვებას მოითხოვს, მსგავსი მასალის უხვად მოპოვება შეიძლება ხალხთან უშუალო ურთიერთობისას, როცა საუბარი ლაღად, ძალდაუტანებლად ვითარდება და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საკითხებს ეხება” (ნოღაიდელი, 2007: 6).
აღნიშნულ სტატიაში წარმოდგენილია ხატოვანი სიტყვა-თქმები, რომლებიც ზემო აჭარის ორი ხეობის (მერისი, დანდალო) ცოცხალ მეტყველებაზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





