შავიზღვისპირეთი - პროტოქართველურ ტომთა განსახლების არეალი
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10361საკვანძო სიტყვები:
აჭარის რეგიონის ონომასტიკა; ანტიკური წყაროები; ტოპონიმები და ეთნონიმები; ონომასტიკური ანალიზი.ანოტაცია
ანტიკური (ბერძნულ-რომაული) ტექსტები და ეპიგრაფიკული მასალა უაღრესად მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ძველი კოლხეთის, ლაზიკისა თუ იბერიის ისტორიის შესასწავლად, რადგან კავკასია, როგორც რეგიონი, პირველად სწორედ ანტიკურ წყაროებში გამოიკვეთა.
განზრახული გვაქვს, ბერძნულ-რომაულ წყაროთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღვადგინოთ დღევანდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიულ-გეოგრაფიული სივრცე; შევისწავლოთ პარალელური ტოპონიმებისა თუ ეთნონიმების გავრცელებისა და ურთიერთმიმართების საკითხები; მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება, ონომასტიკური ანალიზი; შევიმუშავოთ ცალკეულ ტოპონიმთა ნორმობრივი რეკომენდაციები; ასევე დავადგინოთ ქართული შესატყვისობები და გეოგრაფიული პუნქტების სახელდების მოტივაცია; ვაჩვენოთ, თუ როგორ იცვლებოდა ისტორიის განმავლობაში საზღვარი, რომელიც ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, ამავდროულად, ევროპისა და აზიის საზღვარს წარმოადგენს. რაც შეეხება ქრონოლოგიურ საზღვარს, ყველაზე ადრეულ პერიოდად ვიღებთ ჰომეროსის პოემების პერიოდს (ილიადა, ოდისეა – ძვ. წ. I ათასწლეული), გვიანდელი საზღვარი კი არის გვიანანტიკური ხანა, დაახლოებით ახ. წ. VI საუკუნის პირველი ნახევარი.
კვლევითი საკითხის ინოვაციურობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ცალკე აღებული აჭარის რეგიონი ამ კუთხით არ არის შესწავლილი. ანტიკური ხანის ცალკეულ ავტორთა მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, ასევე განზრახული გვაქვს, შევქმნათ პირობითი რუკების სავარაუდო რეკონსტრუქციები და მოძიებულ ინფორმაციას დავურთოთ შესაბამისი კარტოგრაფიული მასალაც.
აჭარის რეგიონის ტოპონიმთა ამგვარი სახით შესწავლა-სისტემატიზაცია იმთავითვე გულისხმობს შემდგომი კვლევისა და საკვლევი არეალის გაფართოების პერსპექტივებს. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება და აღნიშნული მეთოდიკით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ტოპონიმიის კვლევა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





