კონსტანტინე ჩერნენკოს რელიგიური პოლიტიკა (1984-1985 წწ.)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10306საკვანძო სიტყვები:
საბჭოთა კავშირი, კონსტანტინე ჩერნენკო, რელიგია, პოლიტიკა, ეკლესია.ანოტაცია
სტატიაში განხილულია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, კონსტანტინე ჩერნენკოს რელიგიური პოლიტიკა, მისი ძირითადი მიზნები, დამახასიათებელი თავისებურებები და შედეგები. 80-იანი წლების პირველი ნახევრის საბჭოთა სისტემის გავლენა რელიგიური ორგანიზაციებისა და მორწმუნე ადამიანების ცხოვრებაზე. ხელისუფლების დამოკიდებულება ათეისტური პოლიტიკისადმი დაუმორჩილებელი რელიგიური ორგანიზაციებისადმი და მათ მიმართ გატარებული ღონისძიებები. სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს, მიუნხენის „სამიზდატის“ არქივის, პრესის მასალებისა და სხვა ისტორიული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე, შესწავლილია საბჭოთა ლიდერის ყველაზე ხანმოკლე მმართველობის რეპრესიული ხასიათი, ქრისტიანულ ეკლესიასთან ურთიერთობის ფორმები და რელიგიური პოლიტიკის განხორციელების მეთოდები.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





