ანგლოამერიკული სამართლის გავლენა ქართული სამოქალაქო სამართლის რეფორმის პროცესზე

ავტორები

  • გიორგი ამირანაშვილი სამართლის დოქტორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი https://orcid.org/0000-0003-1097-0126

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10303

საკვანძო სიტყვები:

ანგლოამერიკული სამართალი; კონტინენტურ-ევროპული სამართალი; საქართველო; სამოქალაქო სამართალი; სამართლის რეფორმა.

ანოტაცია

საქართველოში საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ წარმოებისა და ვაჭრობის განვითარებას, არამედ, ასევე, სახელმწიფოს ეკონომიკურ დაახლოებას სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, აშშ-სთან. ამ ურთიერთობის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზე იყო მსჯელობა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ სამართლებრივი ნორმების ცოდნას, რომლებიც ამ ორ სახელმწიფოში ვაჭრობასა და ბიზნესს არეგულირებს.
1990-იანი წლების საქართველოში, კონტინენტურ-ევროპულ სამართალთან შედარებით, საერთო სამართლის ნაკლებად შესწავლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ საქართველო, ათეული წლის განმავლობაში, სოციალისტური სამართლის სისტემას განეკუთვნებოდა და არ იყო ინტერესი ანგლოამერიკული სამართლის მიმართ. შემდგომ კი, ვითარება აბსოლუტურად შეიცვალა. ქართული სამართლის რეფორმის პროცესში, მკვიდრდებოდა ნორმები როგორც კონტინენტურ-ევროპული, ისე საერთო სამართლიდან, რაც დღის წესრიგში აყენებდა საქართველოსთვის იმ დროისათვის ძალიან საინტერესო, მაგრამ ნაკლებად ცნობილი, ანგლოამერიკული სისტემის შესწავლასა და გამოკვლევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მომუშავე კომისიას ანგლოამერიკულ სამართალთან მიმართებით განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუხატავს. სავარაუდოდ, აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის გარდამავალი პერიოდის საზოგადოებებს არ სთავაზობდნენ ანგლოსაქსური მოდელის აღებას, რამდენადაც, მათთვის აუცილებლად თვლიდნენ, კონტინენტურ-ევროპული ტრადიციების შესაბამისად, უფლება-მოვალეობების გამოხატვის სიზუსტესა და კომპაქტურობას.
ამის მიუხედავად, რეფორმის დასაწყისშივე იყო გარკვეული საუბარი ანგლოამერიკულ სამართალთან ქართული სამართლის თავსებადობის თაობაზე. მაგალითისათვის, ანგლოამერიკული სამართლის ნაკვალევი სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილში ნაკლებად შეინიშნება, თუმცა, ზოგიერთ ინსტიტუტზე გარკვეული ზეგავლენა მაინც არის თვალშისაცემი, რადგან, მათზე მუშაობისას, კომისია ანგლოამერიკული სამართლის დებულებებსაც ეცნობოდა.
წინამდებარე ნაშრომის მიზანია ქართულ სამოქალაქო სამართალზე საერთო სამართლის გავლენის ანალიზი, რაც სიახლე უნდა იყოს იმ კუთხით, რომ ქართულ ლიტერატურაში ეს საკითხი, უპირატესად, გაშუქებულია ევროპული, კერძოდ კი, გერმანული სამართლის კონტექსტში, რაც საინტერესოს ხდის კონტინენტურ-ევროპული სამართლისგან განსხვავებული სამართლებრივი სისტემის ჭრილში თემატიკის განხილვას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

18-12-2025

როგორ უნდა ციტირება

ამირანაშვილი გ. (2025). ანგლოამერიკული სამართლის გავლენა ქართული სამოქალაქო სამართლის რეფორმის პროცესზე. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 75–80; 81. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10303

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.