ISSN 2960-9208
E-ISSN 2960-9267
შეფასება (კოლეგიალური რეფერირება)
საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალში “შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე” წარმოდგენილი ყველა ნაშრომი გადის სავალდებულო შეფასებას:
შემფასებელი ჟურნალის რედაქტორს წარუდგენს შემდეგი სახის გადაწყვეტილებას:
ნაშრომის ავტორი უფლებამოსილია გაეცნოს შეფასებას, რომელიც მას ეგზავნება ელ.ფოსტაზე, თუმცა შემფასებლის ვინაობა ანონიმური რჩება.
იმ შემთხვევაში, თუ შემფასებელი რეკომენდაციას გაუწევს ნაშრომში ცვლილებების შეტანას, ჟურნალის რედაქტორი აცნობებს ავტორს, რომ საჭიროა აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე სახეცვლილი ნაშრომის წარმოდგენა, ან წინარე რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ნაშრომი ვერ გამოქვეყნდება.
შემფასებლის მიერ ნაშრომის გამოქვეყნებაზე უარის თქმის მიზეზები:
იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის გამოქვეყნებაზე ავტორს ეთქვა უარი, ეს მას ელ. ფოსტის მეშვეობით უნდა ეცნობოს.
ნაშრომის გამოქვეყნებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო, შემფასებლის რეკომენდაციის, კვლევის აქტუალურობის და ნაშრომის ჟურნალთან შესაბამისობის გათვალისწინებით. ნაშრომი, რომელიც უარყოფილია, არ შეიძლება ჟურნალში წარმოდგენლი იყოს ხელახალ გამოქვეყნებაზე.
სარედაქციო საბჭოს მიერ ნაშრომის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელი რედაქტორი აცნობებს ავტორს ინფორმაციას გადაწყვეტილებისა და ნაშრომის გამოქვეყნების სავარაუდო ვადების შესახებ.
შეფასებები ინახება სარედაქციო ოფისში 3 წლის განმავლობაში.
დანართი
სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურები
ავტორს აქვს უფლება გაასაჩივროს სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილება, იმ შემთხვევაში, თუ ავტორს უარი ეთქვა ნაშრომის გამოქვეყნებაზე. ამ შემთხვევაში, ნაშრომის ავტორს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება ჟურნალის რედაქტორის სახელზე წარდგენილი კორესპონდენციის სახით. ჟურნალის რედაქტორი ვალდებულია მიიღოს აღნიშნული საჩივრის კორესპონდენცია და იმოქმედოს საჩივართან დაკავშირებით შემდგომი რეაგირებისთვის. ჟურნალის რედაქტორის დისკრეციული უფლებით, აღნიშნული ნაშრომი მიეწოდებათ სხვა შემფასებლებს, ალტერნატიული შეფასების მიღების მიზნით.
ნაშრომი არ გამოქვეყნდება, თუ აღმოჩენილია პლაგიატი ან შედეგების გაყალბება.