სახისმეტყველება სხვაგვარი აზროვნებაა, თუ სხვაგვარი მეტყველება? (პლატონის აპოლოგიისათვის)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10402საკვანძო სიტყვები:
ხელოვნება, შემოქმედება, შემეცნება, ჭეშმარიტება, სახისმეტყველება, მხატვრული სახე, მშვენირების განცდა, უნივერსალური საზრისი, სემიოტიკური სისტემა.ანოტაცია
ანტიკური სწავლებით ყოველგვარი შემეცნების საფუძველი იდეებია. პლატონის მთელი შემოქმედება შეიძლება დავიყვანოთ ერთ სიტყვამდე – ეიდოსები – მარადიული საზრისები. ემპირიზმზე დაფუძნებულმა პოზიტივისტურმა ფილოსოფიამ მიაკუთვნა ისინი პლატონისეულ მისტიკას, ფილოსოფიურ მეტაფიზიკას. მაგრამ ერთია აკრძალვა, სულ სხვაა აკრძალულის დაძლევა. როცა მე-20 საუკუნეში მ. ჰაიდეგერი ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს მიიჩნევს შეტყობინებად დაფარული ყოფიერიდან, ამით იგი აღიარებს საზრისების არსებობას უცნობ მარადისობაში. მ. ჰაიდეგერის კონცეფცია ამოდის პლატონის მეტაფიზიკური დაშვებიდან.
როგორ უკავშირდება ესთეტიკური ქმნილება ყველასთვის მიუწვდომელ უნივერსალურ საზრისებს? მე-20 საუკუნეშივე ფ. სოსიურისა და ჩ. პირსის მოღვაწეობით ჩამოყალიბებულმა სემიოტიკამ აღძრა მეცნიერული ინტერესი ნიშნების მიმართ. ნაშრომში სემიოტიკურ სისტემად განხილულია მხატვრული ტექსტის სახისმეტყველება. პლატონისა და შემდეგ ჰაიდეგერის თანახმად, უხილავ მარადისობასთან ფიზიკურ სინამდვილეს აკავშირებს ადამიანის სული. ხელოვნის შემოქმედების დროს ქვეშეცნეულად წარმოქმნილი მხატვრულ სახეთა სემიოტიკური სისტემა გვამცნობს უნივერსალურ საზრისებს. სამყაროს მხატვრული და მეცნიერული ასახვა მიმართული არიან უნივერსალური ჭეშმარიტებისკენ, პირველი გვაჩვენებს მას მხატვრული სახის შექმნით, მეორე გვიხსნის – კანონზომიერების ჩამოყალიბებით. ერთსა და იმავე საზრისს შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა, მათ შორის განსხვავებული ჟანრის, ტექსტი. ჟ. ლაკანის ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური კონცეფციის დედააზრი: „სიცოცხლე სიმბოლოთა ამოუხსნელი თამაშია” სახეთა მეშვეობით ნაჩვენებია ჯ. ქარჩხაძის რომანში „ზებულონი”. იმავე შინაარსს გადმოსცემს სახისმეტყველება გალაკტიონის ლექსში „მთაწმინდის ღამე”.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





