აჭარელი ქალების სოციალური და კულტურული ნარატივები შავიზღვისპირეთში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12062საკვანძო სიტყვები:
შავიზღვისპირეთი, აჭარა, გეოპოლიტიკური რეგიონი, ტრანსფორმაციაანოტაცია
შავიზღვისპირეთი, როგორც გეოპოლიტიკური და კულტუროლოგიური გზაჯვარედინი, ასახავს მრავალსაუკუნოვან ცივილიზაციურ შრეებს, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ქრისტიანობა და ისლამი მრავალწახნაგოვნად იკვეთება. ამ სივრცეში აჭარელი ქალები წარმოადგენენ უნიკალურ სოციოკულტურულ ფიგურებს, რომლებიც გადმოსცემენ, ინარჩუნებენ და გარდაქმნიან იმ გამოცდილებებს, რაც მჭიდროდ უკავშირდება იდენტობას, მეხსიერებასა და ძალაუფლების ნარატივებს.
ნაშრომი ეფუძნება ისტორიის მეთოდს და აერთიანებს სხვადასხვა თაობის აჭარელი ქალების პერსონალურ ისტორიებს. კვლევა მიზნად ისახავს ქალთა ნარატივების გააზრებას რელიგიური, ოჯახური, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი როლების ჭრილში, რაც აჩვენებს მათ ქვეცნობიერ ბრძოლას გენდერულ სტერეოტიპებთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან და სოციალური ტრანსფორმაციების დინამიკასთან.
ეს ნარატივები არა მხოლოდ ილუსტრაციაა რეგიონული ისტორიისა, არამედ აქტიური კომპონენტია შავიზღვისპირეთის მრავალშრიანი ცივილიზაციური რუკისა. აჭარელი ქალების ხმა გზაჯვარედინზე გვთავაზობს ახალი ხედვის კარს რეგიონის გენდერულ-კულტურული გაგებისთვის.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





