პალატალიზაციისა და აფრიკატიზაციის პროცესები აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფის ყაზახურ დიალექტში

ავტორები

  • ელვირა ასლანოვი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0003-2754-8386

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12043

საკვანძო სიტყვები:

აფრიკატიზაცია, პალატალიზაცია, პოზიციური ასიმილაცია, აზერბაიჯანული ენის ყაზახური დიალექტი, აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფი

ანოტაცია

სტატია ეძღვნება აფრიკატიზაციისა და პალატალიზაციის პროცესების ანალიზს აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფის ყაზახურ დიალექტში. კვლევის მიზანია აღნიშნული ფონეტიკურ-ფონოლოგიური მოვლენების სტრუქტურული და არტიკულაციური თავისებურებების დადგენა და მათი ფუნქციური დიფერენცირება. ტრადიციულად რიგი ბგერათჩანაცვლებები (d → č, k → č,  → ǯ) განიხილება აფრიკატიზაციის ფარგლებში, თუმცა ემპირიული მასალის ანალიზი აჩვე­ნებს, რომ ყველა მსგავსი ტრანსფორმაცია ერთსა და იმავე მექანიზმს არ ეფუძნება.

კვლევა ეფუძნება დიალექტურ მასალას და ხორციელდება არტიკულაციური ფონეტიკისა და შედარებით-დიალექტოლოგიური მეთოდის გამოყენებით. დადგენილია, რომ k → č და š → č წარმოადგენს აფრიკატიზაციის შემთხვევებს, რადგან ტრანსფორმაცია არ არის დამოკიდებული მხოლოდ პალატალური ხმოვნის მეზობლობაზე და იწვევს რთული, სპირანტული კომპონენტის მქონე თანხმოვნის წარმოქმნას.

მეორე მხრივ, d → t → č,  → ǯ, k → j და g → j პროცესები განისაზღვრება როგორც პალატა­ლი­ზაციის შედეგი, ვინაიდან ისინი ვითარდება პოზიციური ბგერათშერთვისა და არტიკულაციური ასიმილაციის საფუძველზე. შესაბამისად, ნაშრომში შემოთავაზებულია აფრიკატიზაციისა და პალატალიზაციის ტერმინოლოგიური და სისტემური გამიჯვნა.

კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ყაზახური დიალექტის დამოუკიდებელ ფონეტიკურ თავისებუ­რე­ბებს და მის მნიშვნელობას თურქოლოგიური კვლევებისთვის.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ასლანოვი ე. (2026). პალატალიზაციისა და აფრიკატიზაციის პროცესები აზერბაიჯანული ენის დასავლური ჯგუფის ყაზახურ დიალექტში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 596–602; 603. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12043

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.