ისტორიული ნაგებობა ბაღლიკში, სოფელ კუთლუში, არტანუჯი

ავტორები

  • თახსინ ქორქუთი ვანის იუზუნჯუ ილის (ასწლეულის) უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-2888-662X
  • ოსმან აითექინი ვანის იუზუნჯუ ილის (ასწლეულის) უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-1145-8290
  • ემრე აითექინი ართვინის პროვინციის კულტურისა და ტურიზმის დირექტორი https://orcid.org/0000-0001-5805-0850

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11973

საკვანძო სიტყვები:

ვენახი, არტანუჯი, რომაული პერიოდი, ბაგრატიონები (ბაგრატლი), გარნიზონი

ანოტაცია

2024 წელს დაიწყო არქეოლოგიური გათხრები ისტორიულ ნაგებობაზე, რომელიც ადგილობრივად ცნობილია როგორც „სოფელ კუთლუს ვენახის შენობა“ და მდებარეობს ბაღლარ მევქიში (ვენახების უბანი), სოფელ კუთლუში, არტანუჯის რაიონში, ართვინის პროვინციაში. სამუ­შაოები ჩატარდა ართვინის მუზეუმის დირექტორატის ხელმძღვანელობითა და დოქტორ ოსმან აითექინის სამეცნიერო კონსულტაციით. ნაგებობა პირველად იდენტიფიცირებული და აღრიცხული იქნა 1995 წელს დოქტორ აითექინის სადოქტორო კვლევის დროს. 1996 წელს ტრა­პიზონის კულ­ტურული და ბუნებრივი ფასეულობების კონსერვაციის საბჭომ ეს ძეგლი დაარეგისტრირა როგორც „ციხესიმაგრე“ (გადაწყვეტილება №2415, 08.03.1996). თუმცა, მისი არქიტექტურული მახასიათებ­ლე­ბის, ტოპოგრაფიული მდებარეობისა და მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწების გათვალის­წი­ნებით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ნაგებობა თავდაცვითი ციხესიმაგრის ნაცვლად, შესაძ­ლოა, საზაფხულო სასახლის ფუნქციას ასრულებდა. გათხრების მიზანია სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით ნაგებობის ფუნქციის, მისი მშენებლობის ეტაპებისა და ისტორიული კონტექსტის დად­გენა.

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია გათხრების პირველი წლის წინასწარი შედეგები, ძეგლის შესახებ ზოგად ინფორმაციასთან ერთად. პირველი სეზონის განმავლობაში პრიორიტეტი მიენიჭა ტერიტორიის მომზადებას არქეოლოგიური კვლევისთვის. ძეგლის ტერიტორიაზე არსე­ბული მცირე ზომის ხეები ფრთხილად მოიჭრა, ზედაპირი კი ხშირი მცენარეულობისგან გაიწმინდა. შესაძლო მიწისქვეშა სტრუქტურების გამოსავლენად ჩატარდა გეოფიზიკური კვლევები, კერძოდ, გეორადარული (GPR) გაზომვები. პირველი შედეგები კომპლექსის სივრცითი ორგანიზების, მისი სავარაუდო ფუნქციებისა და რეგიონის ისტორიაში შეტანილი წვლილის უფრო ღრმა ანალიზის საშუალებას იძლევა. ეს კვლევები არა მხოლოდ ნათელს ჰფენს რეგიონის კულტურულ მემკვიდ­რეობას, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ნაკლებად ცნობილი განსახლების მოდელების შესასწავლად.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ქორქუთი თ., აითექინი ო., & აითექინი ე. (2026). ისტორიული ნაგებობა ბაღლიკში, სოფელ კუთლუში, არტანუჯი. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 12; 13–29. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11973

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.