ზღვისპირა აჭარაში ფართოდ გავრცელებულ უცხო წარმოშობის მცენარეთა არსებული მდგომარეობა და ბიოეკოლოგიური თავისებურებანი

ავტორები

  • ირაკლი მიქელაძე ბიოლოგიის დოქტორი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი https://orcid.org/0000-0003-1200-6787
  • ლამზირა ზოიძე ბიოლოგიის მაგისტრი; ბათუმის №8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი https://orcid.org/0009-0009-9941-9269
  • მარინე ბაკურიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დოქტორანტი https://orcid.org/0009-0008-3733-7359

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10410

საკვანძო სიტყვები:

უცხო წარმოშობის მცენარე; სასიცოცხლო ფორმა; ბიოეკოლოგია; ინვაზია.

ანოტაცია

ზღვისპირა აჭარა, როგორც უნიკალური კლიმატური და გეოგრაფიული პირობების მქონე რეგიონი, წარმოადგენს უცხო წარმოშობის მცენარეთა გავრცელებისათვის ხელსაყრელ გარემოს. ბოლო ათწლეულებში რეგიონში დაფიქსირდა არაერთი უცხო წარმოშობის სახეობის გავრცელება. ზოგიერთი სახეობა წარსულში მასობრივი გავრცელებით არ ხასიათდებოდა, ამჟამად კი ფართოდაა გავრცელებული.
განხორციელებული კვლევების საფუძველზე გამორჩეულია 27 ოჯახის, 57 გვარის, 75 სახეობა, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებულნი ზღვისპირა აჭარაში.
სახეობათა სიმრავლით გამორჩეული ოჯახებია რთულყვავილოვნები (Compositae) და მარცვლოვნები (Poaceae) 14-14 სახეობით.
აღწერილ სახეობათა უმრავლესობა მრავალწლოვანია. ერთწლოვანი მონოკარპები წარმოდგენილია 24 სახეობით, ორწლოვანი მონოკარპები 2 სახეობით, პოლიკარპები 28 სახეობითაა წარმოდგენილი. ხე მცენარეები, ბუჩქები და გამერქნებული ღეროს მქონე მცენარეები წარმოდგენილია 21 სახეობით.
შესწავლილ სახეობათა ნახევარზე მეტი (54%) აღმოსავლეთ აზიური წარმოშობისაა.
ზღვისპირა აჭარაში აღწერილი ფართოდ გავრცელებული სახეობებიდან ზოგი ტიპური ინვაზიური სახეობაა. ზოგი წარსულში ერთეული ეგზემპლარებით იყო წარმოდგენილი, ბოლო პერიოდში კი ფართოდ გავრცელდა. ზოგი ბოლო პერიოდში შემოიჭრა და დაიმკვიდრა ადგილი, მაგ. დაკუთხული სიციოსი (Sicyos angulatus), კანადური ოქროწკეპლა (Solidago canadensis) და ბრაზილიური ვერბენა (Verbena brasiliensis).
კანადური ოქროწკეპლა (Solidago canadensis) და ბრაზილიური ვერბენა (Verbena brasiliensis) კოლხეთის დაბლობზე პირველად ფიქსირებულია XX ის 30-40-იან წლებში. აჭარის ფლორისტულ რაიონში გამოჩნდა გასული საუკუნის ბოლოს, ხოლო მასობრივი გავრცელება მოხდა ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში, რაც ანთროპოგენური ზემოქმედებისა და გლობალური კლიმატური ცვლილებების შედეგი უნდა იყოს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

19-12-2025

როგორ უნდა ციტირება

მიქელაძე ი., ზოიძე ლ., & ბაკურიძე მ. (2025). ზღვისპირა აჭარაში ფართოდ გავრცელებულ უცხო წარმოშობის მცენარეთა არსებული მდგომარეობა და ბიოეკოლოგიური თავისებურებანი. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 829–836; 837. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10410

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.